აქ, Orion–ში, ჩვენ ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობის ხელშეწყობისკენ ვისწრაფით – არამხოლოდ მომხმარებლების, პარტნიორებისა და თანამშრომლების, არამედ ცხოველებისაც, რომლებზეც ვზრუნავთ და პლანეტისა, რომელზეც ვცხოვრობთ. მდგრადი განვითარება და მუდმივი სრულყოფა ჩვენი სამუშაოს ფუნდამენტია, ხოლო ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ სფეროს უმაღლესი სტანდარტები გარემოსთან, ჯანდაცვასთან და უსაფრთხოებასთან მიმართებით.

გარემოს დაცვა შესაძლოა იწყებოდეს მდგრადი პოლიტიკით, მაგრამ მისი პრაქტიკაში გატარება აგრეთვე ნიშნავს სტაბილური და სამართლიანი სამუშაო გარემოს შექმნას Orion–ის თანამშრომლებისთვის. განვაგრძობთ რა პროდუქტების განვითარებას, რომლებიც ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას აუმჯობესებს, ჩვენ აგრეთვე გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი თანამშრომლები დაფასებულად გრძნობდნენ თავს.

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ Orion–ში ამ სტანდარტების დასაცავად და იგივეს ველოდებით ყველა ბიზნეს–პარტნიორისგან.
მეტი ინფორმაციის ნახვა მდგრადი განვითარების ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში „Orion Group Sustainability“