Mission EN

ჩვენ აქ ვართ, რათა ხელი შევუწყოთ და გავაუმჯობესოთ, როგორც დიდი, ისე პატარა არსებების ჯანმრთელობა. Orion Pharma Animal Health–ში ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ არამხოლოდ მაღალი ხარისხის ვეტერინარული პროდუქტებისა და მომსახურების შემოთავაზება შეგვიძლია, არამედ მათთან დაკავშირებული უახლესი მეცნიერული ცოდნისაც. ჩვენ უკიდურესი პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს ვეტერინარულ კლიენტებს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ მათ საუკეთესო სახით, შევთავაზებთ რა საიმედო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ დაძაბულ სამუშაო ცხოვრებას სიმშვიდეს შესძენს. იგივეა მიმართებაში მსხვილფეხა საქონლის მწარმოებლებთან, რომლებსაც შეუძლიათ, ენდონ ჩვენს პროდუქტებს თავიანთი ცხოველების კეთილდღეობის უწყვეტად გასაუმჯობესებლად. კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მისიისა, მდგომარეობს შინაური ცხოველების მფლობელების დახმარებაში უფრო ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფაში თავიანთი ფუმფულა მეგობრებისთვის, რომლებიც ხშირად მათთვის მთელ სამყაროს წარმოადგენს.

დღევანდელ ცვალებად სამყაროში ჩვენ ვისწრაფით, რომ ყოველდღიური ცხოვრება უფრო ჯანმრთელი და ნაკლებად სტრესული გავხადოთ როგორც ცხოველების, ისე ადამიანებისთვის, რომლებიც მათზე ზრუნავენ.

Visio EN

ჩვენი ხედვაა, ვიყოთ ადამიანებისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილი კომპანია ცხოველთა ჯანდაცვის სფეროში.
ჩვენ გვსურს, ვიყოთ ადამიანებისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილი კომპანია ცხოველთა ჯანდაცვის სფეროში, ისეთი, რომელთანაც ყველა ისურვებს შემოერთებას ან თანამშრომლობას. ჩვენ ფუნდამენტურად ვზრუნავთ ცხოველებზე – სხვაგვარად ამ ბიზნესში არ ვიქნებოდით – მაგრამ არანაკლებ ვზრუნავთ ერთმანეთზე და ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების ქსელზე. ჩვენ ვაფასებთ გუნდურ მუშაობას და დიდად ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით, რომლებიც ჩვენი შთაგონების წყაროს წარმოადგენენ. ჩვენი პროფესიონალური თემი შედგება მრავალი თვითმყოფადი ადამიანისგან, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები, ძლიერი მხარეები და ცოდნის სფეროები აქვთ, ხოლო ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს, ეს არის ენთუზიაზმის, ოპტიმიზმისა და ცნობისმოყვარეობის საზიარო განცდა, რაც ახალი იდეების შესწავლას უკავშირდება. თითოეულის ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია და ჩვენ გვწამს, რომ ინოვაციებს შემოქმედების გამბედაობა და თავისუფლება წარმოშობს.

ჩვენ ისეთი სამყარო წარმოგვიდგენია, რომელშიც ცხოველთა ჯანდაცვის სექტორი პოზიტიურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს, რაც ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და კაცობრიობასა და ბუნებას შორის ბალანსის აღდგენას გამოიწვევს. მხოლოდ ჩვენ ყველაფერს ვერ შევცვლით, მაგრამ ჩვენი წვლილის შეტანა ძალგვიძს ცხოველთა ჯანდაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მოგვარებაში, მოვახდენთ რა ფოკუსირებას ჩვენი კომპეტენციის სფეროებზე. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ, როდესაც ყველანი გავერთიანდებით, შესაძლებელი იქნება კურსის შეცვლა და ამ პლანეტის გაჯანსაღება.